ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძე
საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი ლეოპოლდ ძაძამიძე სახელოვან 50-იანელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
დაიბადა 1922 წლის 20 ნოემბერს ქ. ზუგდიდში
1941-1947 წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე (პედაგოგი ა. ციმაკურიძე)
1955 წლიდან მონაწილეობას ღებულობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებზე
1957 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი
1960-1962 წწ. შემოქმედებითი მივლინება ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში
1958-1964 წწ. ელენე ახვლედიანის შემოქმედებით ჯგუფის აქტიური წევრი
1964 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებელი მხატვრის წოდება
1966 წელს გარდაიცვალა ქ. თბილისში . დაკრძალულია ქ. ზუგდიდში
1967 წ. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, თბილისი
1982 წ. საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეის საგამოფენო დარბაზი
1988 წ. მხატვრის სახლი, თბილისი
1947, 1853,1554 წლებში გამართული რესპუბლიკური სამხატვრო გამოფენები
ევკალიპტები. ეტიუდი. 1955. მუყაო, ზეთი. 34,5X24
გაზაფხულის მოლოდინში. ეტიუდი. 1955. მუყაო, ზეთი. 35X31,5
მარტის თვე. პეიზაჟი. 1955. მუყაო, ზეთი. 35X24,5
გაზაფხულის მოლოდინში. 1955. მუყაო, ზეთი. 34X24
გზა ჩაის პლანტაციებში. 1957. მუყაო, ზეთი. 52X73
პეიზაჟი. 1956. მუყაო, ზეთი. 34X37
შემოდგომა. პეიზაჟი. 1956. მუყაო, ზეთი. 34X45
გაზაფხულის მოლოდინში. 1955. მუყაო, ზეთი. 34X24
პეიზაჟი. 1956. მუყაო, ზეთი. 34,5X35
ევკალიპტები. 1957. მუყაო, ზეთი. 52X73
შემოდგომა. 1958. მუყაო, ზეთი. 50X70
ჩაის პლანტაციებში. 1958. მუყაო, ზეთი. 50X70
ძველი გაგრა. 1960. მუყაო, ზეთი. 50X70
ტყვარჩელი. 1960. ტილო, ზეთი. 90X68
წისქვილთან. 1960. მუყაო, ზეთი. 70X50
საღამო ათონში. 1960. ტილო, ზეთი. 50X70
გაგრა. 1961. მუყაო, ზეთი. 50X40
ძველი თბილისი. 1961. მუყაო, ზეთი. 35X55
საკოლმეურნეო ბაზრობა. 1962. მუყაო, ზეთი. 50X69,5
სანაპირო. 1962. მუყაო, ზეთი. 50X70
ზამთარი. 1961. ტილო, ზეთი. 50X40
შემოდგომა. ქარი. 1961. მუყაო, ზეთი. 38X47
საღამო სამეგრელოში. 1961. მუყაო, ზეთი. 52X70
ტყვარჩელი. 1962. მუყაო, ზეთი. 50X70
სოხუმი, წყლის სადგური. 1959. მუყაო, ზეთი. 50X70
ალვის ხეები იმერეთში. 1962. მუყაო, ზეთი. 50X70
ძველი ქუთაისი. 1962. მუყაო, ზეთი. 50X70
წისქვილი. 1962. მუყაო, ზეთი. 50X70
გაგრა. 1962. მუყაო, ზეთი. 50X70
ევკალიპტები. ტილო, ზეთი. 99X75
შემოდგომა სამეგრელოში. ტილო, ზეთი. 50x70
ძველი გაგრა.. მუყაო, ზეთი. 35x50
წისქვილთან. 1960. ტილო, ზეთი. 120x90
ჭართალი. პეიზაჟი. 1961. მუყაო, ზეთი. 50x70
საკოლმეურნეო ბაზარი. 1962. მუყაო, ზეთი. 70x50
ძველი გაგრა. 1959. მუყაო, ზეთი. 50x70
სამშობლოს სადარაჯოზე. 1964. ტილო, ზეთი. 115X146
ჩრდილოეთის იდილია. 1964. ტილო, ზეთი. 70X100
სამშობლოს სადარაჯოზე. 1964. ტილო, ზეთი. 115X146
შემოდგომა წალენჯიხაში. 1962. მუყაო, ზეთი. 50X70
დაღესტანი. 1962. მუყაო, ზეთი. 49X69,5
სვანეთი. საღამო. 1965. ტილო, ზეთი. 60X80
სვანეთი მესტია. 1965. ტილო, ზეთი. 80X120
გელათი. 1966. ტილო, ზეთი. 80X130
ტყვარჩელი. 1960. ტილო, ზეთი. 90x67
საკოლმეურნეო ბაზარი. 1962. მუყაო, ზეთი. 70x50
ქუთაისი. 1962. მუყაო, ზეთი. 50X70
ტყვარჩელი. 1962. მუყაო, ზეთი. 70X50
ძველი ქუთაისი. 1962. მუყაო, ზეთი. 51X71
მშვიდობის სადარაჯოზე. 1964. ტილო, ზეთი 115X140
იმერეთი. 1965. ტილო, ზეთი 70X90
ძველი სვანეთის კუთხე. 1965. მუყაო, ზეთი. 51X71
პორტი. მუყაო, ზეთი. 50X70
ბაღის კუთხე. ტილო. ზეთი. 50X70
ბალტიისპირული ნავები. 1960. ტილო, ზეთი. 64X91
შემოდგომა. 1962. ტილო, ზეთი. 50X85
წისქვილთან. 1960. ტილო, ზეთი. 80X120
ბალტიისპირეთი. 1964. ტილო, ზეთი. 70X100
საქართველოს ხელოვნების და ლიტერატურის დეკადა მოსკოვში. 1958
"ხომლი". დავით ციციშვილის კრებულის გამოფენა. კატალოგი. ეძღვნება მხატვრის კვირეულს. თბილისი. 1962
მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, მიძღვნილი შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი. თბილისი. 1966
საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება. "საბჭოთა მხატვარი" მოსკოვი. 1986
ქართული სახვითი ხელოვნების რეტროსპექტული გამოფენა ექსპოზიცია IV (ფერწერა) 50-იანი წლები. თბილისი. 1987
საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება. მოსკოვი. 1987
ზამთარი. 1960. ტილო, ზეთი. 80x70
ტალინი. მუყაო, ზეთი. 50x70
მეგრული სამზადი. 1961. მუყაო, ზეთი. 50x70
აწყურის ციხე. ტილო, ზეთი. 76x105
ძველი ქუთაისი. მუყაო, ზეთი. 50x70
შემოდგომა. მუყაო, ზეთი. 34x 44
შემოდგომა. 1959. მუყაო, ზეთი. 44x32
სამშობლოს დასაცავად. 1964. ტილო, ზეთი. 115x146
კლაიპედა. 1964. ტილო, ზეთი. 120x82
ბალტიისპირეთი. 1964. ტილო, ზეთი. 82x120
ბალტიისპირეთი. 1964. ტილო, ზეთი. 70x100
სიღნაღი. 1962. ტილო, ზეთი. 60x115
ნავები. მუყაო, ზეთი. 45x70
პორტრეტი. 1964. ტილო, ზეთი. 85x62
ტყვარჩელი. 1960. ტილო, ზეთი. 90x67
ყაზბეგი. 1965. ტილო, ზეთი. 50x70
ძველი გაგრა. 1961. ტილო, ზეთი. 50x70
კოლხეთის პეიზაჟი. 1965. ტილო, ზეთი. 80x120
კახელი კოლმეურნე. 1962. მუყაო, ზეთი. 70x50
ევკალიპტები ჩაის პლანტაციაში. 1965. ტილო, ზეთი. 50x70
დერბენდის ციხე. 1965. ტილო, ზეთი. 60x80
საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი ლეოპოლდ ძაძამიძე სახელოვან 50-იანელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
გამოჩენილი ქართველი პეიზაჟისტი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ლეოპოლდ ევგენის ძე ძაძამიძე დაიბადა 1922 წლის 20 ოქტომბერს ზუგდიდში.
ქართულ პეიზაჟურ ფერწერას თუმც არცთუ ვრცელი ისტორია, მაგრამ მდიდარი და თვალსაჩინო მონაპოვრები გააჩნია. თუ ჯერ კიდევ 50-იან წლებამდე პეიზაჟის ჟანრში ერთეულები მუშაობდნენ, ქართველ მხატვართა ახალი თაობის მოსვლასთან ერთად დიდად გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა ამ სფეროში შექმნილი მხატვრული საგანძური.
თბილისის სურათების გალერეაში ამ რამდენიმე ხნის წინ ლეო ძაძამიძის ნამუშევართა გამოფენა გაიმართა. აგერ უკვე თხუთმეტი წელია მისი ტილოები აღარ გამოჩენილა ჩვენი სამხატვრო გამოფენების ექსპოზიციებში.
ლეოპოლდ ძაძამიძის ფერად, სიკეთით და სიყვარულით სავსე სამყაროს კარგად არ ვიცნობდი. ვიცოდი ამ ადამიანის ტრაგიკული ბედის შესახებ, რაც მის მოულოდნელ გარდაცვალებას უკავშირდება 44 წლის ასაკში. ასევე ვიცოდი, რომ მისი სურათების დიდი ნაწილი, მხატვრის სახლში საგამოფენოდ თავმოყრილი ნაკრები, „თბილისის ომის“ დროს, 1991-92 წლების მიჯნაზე განადგურდა. იმაზეც მიფიქრია, რომ ალბათ, რაღაცნაირი სევდით უნდა ყოფილიყო ნიშანდასმული მისი სურათები.
ლეოპოლდ ძაძამიძე თავისი დროის გამორჩეული მხატვარია. არტისტი თანამედროვეებთან ერთად ცდილობდა ახალი პრინციპები დაემკვიდებინა ქართულ ხელოვნებაში. მისი შემოქმედება ყოველთვის ასახავდა ძირითად პრობლემატიკას და უშუალო რეალობას. 20 ნოემბერი ლეოპოლდ ძაძამიძის დაბადების დღეა. მხატვარს დღეს 96 წელი შეუსრულდებოდა. მისი ნამუშევრების დათვალიერება ჩვენს მუზეუმში შეგიძლიათ!
1922 წლის 20 ნოემბერს დაიბადა ლეოპოლდ ძაძამიძე! ლეოპოლდ ძაძამიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. სოციალისტურ რეალიზმსა და პოსტსტალინისტურ ფერწერაში ევროპული მიმდინარეობებიდან მისაღები მხოლოდ იმპრესიონისტული სტილი იყო, რადგან იგი შინაარსს ხალხისთვის გასაგებ ენაზე ასახავდა ანუ უარყოფდა ავანგარდულ ელემენტებს. არაერთი ქართველი მხატვარი 1950-60-იან წლებში ქმნიდა იმპრესიონისტულ ნამუშევრებს, რომელთა ნახვა ჩვენს მუზეუმშიც შეგიძლიათ: ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე, აპოლონ ქუთათელაძე და ა.შ. მათი იმპრესიონისტული ნამუშევრები ასახავს მხატვართა შემოქმედების მხოლოდ საწყის ეტაპს. ლეოპოლდ ძაძამიძე კი მათ შორისაა, ვინც იმპრესიონიზმი წამყვან მიმდინარეობად აირჩია და თითქმის ყველა ნამუშევარი ამ სტილშია გადაწყვეტილი. იმპრესიონიზმი ერთგვარად წარმოადგენდა არტისტულ პოზიციას, ამ ფორმით მხატვარი უკუაგდებდა საბჭოთა იდეოლოგიას და აერთიანებდა ევროპულ, ქართულ და რუსულ კულტურას.
ლეოპოლდ ძაძამიძე 1950-იანი წლების იმ ახლაგზარდა თაობის წარმოამდგენელია, რომელიც ხელოვნებაში ახალი პრინციპების დამკვიდრებას ცდილობდა. მის შემოქმედებაში აისახა ამ პერიოდის ქართული ხელოვნების ძირითადი პრობლემატიკა - რეალობის უშუალო აღქმა და ამ ხედვის ადეკვატური სახვითი ენის შემუშავება. დახვეწილი კოლორისტის შემოქმედებითი პოტენციალი ყველაზე უკეთ პეიზაჟურ ჟანრში ვლინდება. 1960- იან წლებში ლეოპოლდ ძაძამიძე ბევრს მოგზაურობდა და მუშაობდა პლენერზე. მისი ურბანული და სოფლის პეიზაჟების შესრულების ეტიუდური მანერა კამერულ განწყობას ქმნის. სოცრეალისტური, იდეოლოგიზირებული პეიზაჟური მოტივებისგან განსხვავებით ლეოპოლდ ძაძამიძის ნამუშევრები გამოირჩევა ნათელი ფერადოვნებითა და ლირიზმით, რაც მის შემოქმედებას XX საუკუნის დასაწყისის ფრანგული რეალისტური პეიზაჟის ტრადიციებთან აახლოებს.
... 1960 წელს თბილისში გაიმართა ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გრანდიოზული პერსონალური გამოფენა, რომელზეც იგი წარდგა, როგორც პეიზაჟის ნამდვილი ოსტატი საკუთარი თემებითა და ხედვით, მდიდარი პალიტრითა და გამოსახვის მრავალფეროვანი საშუალებებით. საყოველთაო აღიარების მიუხედავად, მხატვარს ჰქონდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რომ ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი საქართველოს ბუნების განუმეორებელი სილამაზის ამსახველი ტილოები, რომლებიც მთელ მსოფლიოში გაუთქვამდა სახელს ამ ქვეყანას. ელენე ახვლედიანი ფიქრობდა, რომ აუცილებელი იყო პეიზაჟისტთა სკოლის ჩამოყალიბება, რომლის ძირითადი პრინციპი იქნებოდა არა სტუდიური მუშაობა, არამედ ეტიუდების ღია ცის ქვეშ შექმნა. თავის მისიას მხატვარი ხედავდა არა პედაგოგიურ საქმიანობაში, არამედ მხატვართა პლენერზე გაყვანაში, რათა ბუნებას თავად ესწავლებინა მათთვის საკუთარი მხატვრული ხედვისა და დამოუკიდებლობის გამომუშავება.
და აი, 1961 წელს ელენე ახვლედიანი აყალიბებს სხვადასხვა ჟანრში მომუშავე მხატვართა ჯგუფს: ლეოპოლდ ძაძამიძე, პეტრე ბლიოტკინი, რუსუდან ჯავრიშვილი, მ.თარიშვილი, თ.ნალბანდიანი, ი.გიგოლაშვილი, მ.ამირხანოვა, ვ.ბელეცკაია, ნ.ჩერნიცკაია, ანა შალიკაშვილი, ეთერ ანდრონიკაშვილი, ნატალია ფალავანდიშვილი, ნ.ჩიქოვანი, ნათელა ღიბრაძე, გ.ცერაძე, გივი თოიძე, მედეა თუშმალიშვილი, ცისია შანშიაშვილი, თამარ გუგეშაშვილი. საგულისხმოა, რომ უკვე ცნობილი მხატვრების გვერდით ექსპედიციის მონაწილეთა შორის იყვნენ სტუდენტებიც: ნ. მაყაშვილი და ა. კაკაბაძე.
ექსპედიციამ მუშაობა დაიწყო მთათუშეთით და, შემდგომ, საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოიარა. პლენეტრიტთა ჯგუფის ახვლედიანმა, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა პეიზაჟისტთა ახალ სკოლას, რომელსაც ამოცანად დაუსახა უკვე შექმნილი, თუნდაც გენიალური სტერეოტიპებისაგან გათავისუფლება და საკუთარი ხედვის გამომუშავება... ქალბატონი ელენეს ძალისხმევამ, უდავოდ, თავისი წვლილი შეიტანა ქართული პეიზაჟური მხატვრობის შემდგომი განვითარების საქმეში. ექსპედიციები თბილისის შემოგარენსა თუ საქართველოს მთასა და ბარში, პერიოდული შემოქმედებითი ანგარიში ყოველი ექსპედიციის შემდეგ თემატური გამოფენის სახით სრულდებოდა, რომელიც ფართო საზოგადოებისა და სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში იყო...