ფერმწერის გახსენება

ლეილა თაბუკაშვილი ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“ 1975 წ. N2. გვ. 83-86

ქართულ პეიზაჟურ ფერწერას თუმც არცთუ ვრცელი ისტორია, მაგრამ მდიდარი და თვალსაჩინო მონაპოვრები გააჩნია. თუ ჯერ კიდევ 50-იან წლებამდე პეიზაჟის ჟანრში ერთეულები მუშაობდნენ, ქართველ მხატვართა ახალი თაობის მოსვლასთან ერთად დიდად გამდიდრდა და გამრავალფეროვნდა ამ სფეროში შექმნილი მხატვრული საგანძური. კვლავაც იქმნება მრავალი საინტერესო ტილო, რასაც თვალსაჩინოდ მოწმობს რიგით თუ რესპუბლიკურ გამოფენაზე წარმოდგენილი პეიზაჟური ქმნილებები.

ლეო ძაძამიძე იმ მხატვართაგანია, ვისი შემოქმედებაც მკაფიოდ თავისებური, გამორჩეული ხმით შეერწყა უახლეს ნაკადს ქართული ფერწერის ამ ჟანრში.

50-იან წლებში ქართული მზიური პეიზაჟის მომღერალი ციმაკურიძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში ახლადშექმნილ პეიზაჟურ სახელოსნოს ხელმძღვანელობს და თავის მდიდარ გამოცდილებას შთაგონებით უზიარებს ახალგაზრდა მხატვრებს. პირველი სტუდენტი, ვინც მაშინ მისი სახელოსნოდან გამოვიდა, გახლავთ დღეს უკვე კარგად ცნობილი, ნიჭიერი პეიზაჟისტი მიხეილ ხვიტია.

ლეო ძაძამიძე, ისევე როგორც მიხეილ ხვიტია, ქართულ მხატვრობაში ორმოცდაათიან წლებში მოსულ თაობას მიეკუთვნება, საქართველოს მხატვართა კოლექტივს იგი გამოაკლდა ამ რვა წლის წინათ. მაგრამ მიუხედავად ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრებისა, ქართულ ფერწერაში დატოვა სრულიად თვალსჩინო კვალი, დატოვა მრავალი, შთაგონებითა და მღელვარებით ფერმწერის გახსენება 15 შექმნილი ტილო, აღბეჭდილი გულწრფელი და მართალი, ნათელი ხედვით, ბუნების მშვენიერიების ღრმა განცდით.

თბილისის სამხატვრო აკადემიაში ლეო ძაძამიძე პეიზაჟური ფერწერის განხრით როდი ოსტატდებოდა, აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოში მეცადინეობდა და თავდაპირველად თავის მოწოდებას ჟანრულ-ბატალურ ფერწერაში ხედავდა. მაგრამ, აი, დამთავრდა სწავლის წლები და ახლაგაზრდა მხატვარი მშობლიურ ზუგდიდს დაუბრუნდა. აქ დაიწყო მისი დაინტერესება პეიზაჟით. დაიწყო ნელა, თანდათან. ამ დაინტერესებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა შემოქმედებითმა დაახლოებამ და დამეგობრებამ თავის კოლეგასთან, მიხეილ ხვიტიასთან, რომელიც აგრეთვე ზუგდიდის მკვიდრია და რომლის შემოქმედებასაც თვალსაჩინო ადგილი უკავია.

დაიწყო მხატვრების ერთობლივი მოგზაურობა მშობლიურ მიწაწყალზე. საეტიუდო ყუთებითა და საღებავებით შეიარაღებულნი, ისინი ადრიანი დილიდან გვიან დაღამებამდე ბუნების წიაღში ატარებდნენ. განსხვავებული ინტერესები და სურვილები, განსხვავებული ამოცანები ჰქონდათ და ეს არც გასაკვირია, რამდენადაც ყოველ ჭეშმარიტ შემოქმედს სწორედ საკუთარის ძიება და მიგნება მოუპოვებს ხოლმე ადგილს ხელოვნებაში. მაგრამ მხატვრული ინტერესების სხვადასხვაგვარობას მათთვის არასოდეს შეუშლია ხელი შემოქმედებით მეგობრობაში. პირიქით, ურთიერთმიგნებები, მხატვრული პრობლემების შესახებ აზრთა და გამოცდილებათა ურთიერთგაზიარება - ყოველივე ეს ორივე ფერწმერს შემოქმედებითად ამდიდრებდა, ამავე დროს, თითოეული მაინც საკუთარი გზით მიდიოდა, საკუთარი ხედვისა და მსოფლშეგრძნების ერთგული რჩებოდა.

ასე ყალიბდებოდა ლეო ძაძამიძის, როგორც პეიზაჟისტის შემოქმედებითი სახე. ის სტილისტურ-მხატვრული თავისებურებანი, რამაც განვითარება ჰპოვა მხატვრის შემდგომ ქმნილებებში, სწორედ ამ საწყის ეტაპზე, ეტიუდებზე მუშაობის პირველ პერიოდში ჩაისახა და გამოვლინდა.

თუ მიხეილ ხვიტიას პეიზაჟური ტილოების უმრავლესობისათვის იმთავითვე ნიშანდობლივი იყო ლირიკული საწყისი, განსაკუთრებული მთრთოლვარება და შინაგანი მოძრაობა, ლეო ძაძამიძის ნამუშევრების ემოციური ჟღერადობა მათ მაჟორულობასა და ფართო, რამდენადმე დეკორატიულობით აღბეჭდილ ხედვაშია, ეს მაჟორულობა, მღელვარე ფერწერული დინამიკა თანდათან უფრო მკაფიო გამოვლენას აღწევს მხატვრის ტილოებში. თუ შევადარებთ ამ მხრივ მის ადრინდელ ნამუშევრებს, ბოლო პერიოდის ქმნილებებს, აშკარად დავინახავთ, თუ რაოდენ მკვეთრად, ნათლად ისახება ფერმწერის შემოქმედებითი ინტერესები, მისეული აღქმა სინამდვილისა, რაოდენ დიდია მხატვრის სწრაფვა - ბუნების, პეიზაჟის ესა თუ ის მოტივი აღბეჭდოს ფერწერული სახიერებით, მიაღწიოს ცალკეული ფერებისა და ტონების მთელი ხმით აჟღერებას და ამავე დროს შერწყას ისინი ერთ ჰარმონიაში, ერთ ლამაზ სიმფონიად აქციოს.

ლეო ძაძამიძის ტილოების ფერწერული ჟღერადობა არასოდეს არ არის, ასე ვთქვათ, განყენებული და თავისთავადი, მხოლოდ გარეგნული ეფექტისთვის გამიზნული, როგორსაც ხანდახან ზოგიერთი მხატვრის შემოქმედებაში ვხვდებით ხოლმე. მას საფუძვლად უდევს თვით ბუნების, რეალური გარემოს ხასიათისა და განწყობილების ღრმა შეგრძნება, შემოქმედის უშუალო, ცხოველი შთაბეჭდილება, აღტაცება პეიზაჟის ცვალებადი და განუმეორებელი მშვენიერებით, ამა თუ იმ მდგომარეობით, მომენტით.

თვით ბუნების მოტივის შერჩევა, სახოვანად მეტყველი კომპოზიციური და ფერადოვანი გადაწყვეტის მიგნება, მხატვრის ღრმა ალღოზე, ფაქიზ გემოვნებასა და პეიზაჟისტის უტყუარ გრძნობაზე მეტყველებს.

მას შემდეგ, რაც მშობლიური კუთხის ბუნებამ დახვეწა ლეო ძაძამიძის თვალი და ფერწერული ოსტატობა, აზიარა იგი მრავალ საიდუმლოს, მხატვარი უკვე ფართო ასპარეზს არჩევს. იგი დაუღალავად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სულ უფრო ლაღი, მოქნილი და დარწმუნებული ფუნჯით ტილოზე გადააქვს მრავალფეროვანი შთაბეჭდილება, სულ სხვადასხვა იერისა და ხასიათის პეიზაჟური მოტივები. ასე იქმნება მთელი ციკლი, მთელი სერია ამა თუ იმ კუთხის პეიზაჟებისა, ამასთან, თითოეული ეს ციკლი როდია ერთფეროვანი და ერთსახოვანი, ყოველი ცალკეული ტილო - ეს არის განუმეორებელი, მაგრამ ორგანული ნაწილი მთელი სერიისა.

ლეო ძაძამიძის პეიზაჟური ქმნილებები სულ უფრო და უფრო იმსახურებს აღიარებას. მხატვრის შემოქმედებით ნაყოფიერებაზე, ინტენსიურ და შთაგონებულ შრომაზე მეტყველებენ მისი ტილოები ყოველ გამოფენაზე. დიდი წარმატება ხვდა ძაძამიძის პეიზაჟებს მოსკოვში ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადის დროს 1958 წელს და შემდგომ წლებში გამართულ საკავშირო გამოფენებზე.

თბილისში მოწყობილი ყოველი ახალი ექსპოზიცია მხატვრის ახალ შემოქმედებით მონაპოვარს ცხადყოფდა. რიცხვმრავალი მისი ტილოები გამოირჩეოდა ხოლმე განსაკუთრებული, თავისებური, ძაძამიძისეული ფერწერული ცხოველმყოფელობით, გაბედული და მომხიბლავი ფერადოვანი აქცენტებით, თითქოს ფუნჯის ერთი მოქნევით დაწერილი ლაჟვარდოვანი ცითა თუ ხალასი სიმწვანით მოშრიალე ხეებით. საქართველოს ყოველმა კუთხემ ჰპოვა ასახვა ლეო ძაძამიძის სურათებსა და ეტიუდებში. თითოეულ ამ ნაწარმოებში, რომლებიც ერთი შეხედვით ტექნიკურად ესოდენ თავისუფლად და ცხოველხატულადაა თუ მიხეილ ხვიტიას პეიზაჟური ტილოების უმრავლესობისათვის იმთავითვე ნიშანდობლივი იყო ლირიკული საწყისი, განსაკუთრებული მთრთოლვარება და შინაგანი მოძრაობა, ლეო ძაძამიძის ნამუშევრების ემოციური ჟღერადობა მათ მაჟორულობასა და ფართო, რამდენადმე დეკორატიულობით აღბეჭდილ ხედვაშია, ეს მაჟორულობა, მღელვარე ფერწერული დინამიკა თანდათან უფრო მკაფიო გამოვლენას აღწევს მხატვრის ტილოებში. თუ შევადარებთ ამ მხრივ მის ადრინდელ ნამუშევრებს, ბოლო პერიოდის ქმნილებებს, აშკარად დავინახავთ, თუ რაოდენ მკვეთრად, ნათლად ისახება ფერმწერის შემოქმედებითი ინტერესები, მისეული აღქმა სინამდვილისა, რაოდენ დიდია მხატვრის სწრაფვა - ბუნების, პეიზაჟის ესა თუ ის მოტივი აღბეჭდოს ფერწერული სახიერებით, მიაღწიოს ცალკეული ფერებისა და ტონების მთელი ხმით აჟღერებას და ამავე დროს შერწყას ისინი ერთ ჰარმონიაში, ერთ ლამაზ სიმფონიად აქციოს. ლეო ძაძამიძის ტილოების ფერწერული ჟღერადობა არასოდეს არ არის, ასე ვთქვათ, განყენებული და თავისთავადი, მხოლოდ გარეგნული ეფექტისთვის გამიზნული, როგორსაც ხანდახან ზოგიერთი მხატვრის შემოქმედებაში ვხვდებით ხოლმე. მას საფუძვლად უდევს თვით ბუნების, რეალური გარემოს ხასიათისა და განწყობილების ღრმა შეგრძნება, შემოქმედის უშუალო, ცხოველი შთაბეჭდილება, აღტაცება პეიზაჟის ცვალებადი და განუმეორებელი მშვენიერებით, ამა თუ იმ მდგომარეობით, მომენტით. თვით ბუნების მოტივის შერჩევა, სახოვანად მეტყველი კომპოზიციური და ფერადოვანი გადაწყვეტის მიგნება, მხატვრის ღრმა ალღოზე, ფაქიზ გემოვნებასა და პეიზაჟისტის უტყუარ გრძნობაზე მეტყველებს. 17 დაწერილი, თითქოს ერთ სეანსშიაო შესრულებული, იგრძნობოდა მხატვრის სწრაფვა - საკუთარი, თავისებური სიცოცხლე მიანიჭოს პეიზაჟის თითოეულ ფორმას, მთასა და ხეს, ზღვასა და ბუჩქნარს...

60-იან წლებში ლეო ძაძამიძე მხატვართა იმ ჯგუფშია, რომელიც საქართველოს სახალხო მხატვრის ელენე ახველდიანის ხელმძღვანელობით ჩვენი რესპუბლიკის სხვადასხვა მხარეში და ფერწერულ ეტიუდებში თუ გრაფიკულ ჩანახატებში გატაცებით აღბეჭდავს მშობლიურ პეიზაჟებს.

ლეო ძაძამიძის შემოქმედებით მემკვიდრეობაში რამდენიმე ციკლი გამოირჩევა ეს არის დასავლეთ საქართველოს დიდი ციკლი, სვანეთის, ბორჯომის ხეობის, კახეთის, ქუთაისის, ყაზბეგის მიდამოების ამსახველი სერიები, ეს არის დაღესტნური ჩანახატები და ბოლოს - ბალტიისპირეთში შექმნილი მრავალრიცხოვანი ტილოები.

მხატვრის ამ მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის თვალის გადავლება ცხადყოფს, რომ შესატყვისად ბუნების ხასიათისა, განწყობილებისა და მდგომარეობისა, ტილოებზე იცვლება საღებავი, ფერთა ხმიერება, იცვლება თვით შესრულების ტექნიკა. შემოქმედი წერს ფუნჯის ხან ფართო, ტემპერამენტული მონასმენებით, ხან უფრო მშვიდი და გულდასმითი მოდელირებით. ზოგჯერ საღებავის ქვეშ გამოჩანს ტილოს თეთრი გრუნტი და ეს ხერხი იმდენად მხატვრულადაა გამოყენებული, რომ ქმნის ფორმათა და ფაქტურის ნაირგვარობას, ბუნების შინაგანი სიცოცხლის, დინამიკის, მოძრაობის შთაბეჭდილებას.

არიან პეიზაჟისტები - ლირიკოსები, არიან დიდებული ცხოველხატული პანორამის მოტრფიალენი. თითოეულს თავისი საყვარელი თემატიკა და მოტივი იზიდავს. ლეო ძაძამიძეს ერთნაირად ხიბლავს და ატყვევებს როგორც ბუნების იდუმალება, მშვიდი და ნაღვლიანი მდგომარეობა, ისე ხალისიანი, ფერადოვანი ხმიერებით ამღერებული მზიური პეიზაჟები.

მხატვრის სათუთ ლირიკულ-პოეტურ განწყობას ამჟღავნებს მრავალი ტილო. გვახსენდება „მეგრული სამზადი სახლი“. შემოდგომაა, ცეცხლოვან-ოქროსფერი ფოთლებისაგან იძარცვებიან ხეები, რომელთა ქვეშ მიყუჟულა ძველი ოდა, ჟამთასვლისაგან ჩამუქებული კედლებითა და სახურავით. ფერთა ორი განსხვავებული სამყაროა წარმოდგენილი ჩვენს თვალწინ, ნათელი, გამჭვირვალე ფერებით აღსავსე, მოძრავი და მსუნთქავი ბუნება, და მუქი, ბნელი სილუეტი ძველი სახლისა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ადრინდელი მოხაზულობა, თავისებური სითბო და სიმყუდროვე.

განსხვავებულ ემოციებს აღძრავს სურათი, „წისქვილთან“. პაწაწინა ნაგებობა ჩამჯდარა ზურმუხტოვან, მაღალ მთა-გორებს შორის. ფართოდ, დიდი ფერადოვანი ლაქებით, ზოგადად და დეკორატიულად წარმოსახავს ამ პეიზაჟურ მოტივს ფერმწერი. მშობლიური ბუნების დიდებულ და ცხოველხატულ პანორამას გადაშლის მაყურებლის თვალწინ.

ფერთა ჰარმონიისა და მშვენიერების სათუთ შეგრძნებას ნათელყოფს პეიზაჟი „ბორჩალო“. მასზე გვიანი შემოდგომის შთამბეჭდავი, პოეტური სურათია წარმოსახული: თოვლით დაფარული შორეული მთები, წინა პლანზე ოქროსფერ-აგურისფერით შეფერილი მიდამოები, ლურჯი ზეცა და გამჭვირვალე ჰაერი მოახლოებული ზამთრის სუსხს გვაგრძნობინებენ. ლეო ძაძამიძეს უყვარს ფერადოვანი, ხმიერი აკორდების შექმნა ტილოზე და ისევე როგორც მუსიკოსი, სხვადასხვა ნაწარმოებში, იგი ნაირგვარად აჟღერებს ამ აკორდებს. ფერთა მუსიკალობის ურთიერთ ჰარმონიული შეხამების მეტყველი ნიმუშებია 18 აგრეთვე სურათები ქუთაისური სერიიდან. აქაც მხატვარი ისწრაფვის გადმოსცეს თვით ბუნებაში ესოდენ მხატვრულად შეპირისპირებული ფერადები, გადმოსცეს ის ლამაზი ეფექტი, რასაც ქმნის ამა თუ იმ ფერის მეზობლობა მასთან კონსტრასტულ ფერთან.

ლეო ძაძამიძე ღრმა ინტერესითა და შემოქმედებითი შთაგონებით მუშაობს წლის ყოველ დროს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას შესრულებული მისი ტილოები ხან თოვლის ფაფუკ სამოსელში გახვეულ მიდამოებს წარმოგვისახავს, ხანაც გაზაფხულის თუ შემოდგომის ცხოველ სურნელებას გვაგრძნობინებს.

სვანეთის ცხოველხატული ბუნება, მისი კოლორიტული კუთხეები და დიდებული მთაგორიანი პანორამა შთაგონების ერთერთ უშრეტ წყაროდ იქცა მხატვრისათვის. ამ თემაზე შეიქმნა ციკლი სურათებისა, რომელიც თავისი მაღალმხატვრულობით საპატიო ადგილს იჭერს მხატვრის შემოქმედებით მემკვიდრეობაში. შთამბეჭდავად აისახა ძაძამიძის ტილოებში ყაზბეგის მთიანი პეიზაჟებიც, თოვლიანი მწვერვალები თუ მთის მწვანე კალთებში მიყუჟული სოფლის სახლები, აისახა ბორჯომის ხეობა, ძველი ციხესიმაგრეები... ჩანაფიქრისა და მოტივის შესატყვისად მხატვარი აგნებს მეტად სახოვან, გამომსახველ კომპოზიციურ წყობას, რათა ხაზი გაუსვას ადგილმდებარეობის ხასიათს, მის უჩვეულობასა და თავისებურებას.

ბალტიისპირეთში მოგზაურობისას შექმნილი ნაწარმოების ციკლი კვლავ მეტყველებს მხატვრის ღრმა შთაბეჭდილებებზე, რაც განპირობებულია ამ ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებისა და არქიტექტურული გარემოს ხილვით. ფერმწერის ეს ცხოველი შთაბეჭდილება ფიქსირებულია დიდსა თუ მცირე ზომის ტილოებში, ფიქსირებულია მხატვრისათვის ჩვეული ფაქიზი და მღელვარე განცდით თითოეულ მონასმში, თითოეულ ფერადოვან ლაქაში ჩაქსოვილია შემოქმედის სწრფვა ფერების ენაზე გადმოსცეს ლაჟვარდოვანი ზღვის გამჭვირვალება თუ ქვიშიანი სანაპიროს ოქროსფერი ელვარება, ხალხმრავალი ბაზრის სიჭრელე თუ ეროვნული არქტიტექტურის განუმეორებელი იერი...

ტალინის მესამე ფასადს - ქალაქის ხედს ზემოდან ბევრი მხატვრის ყურადღება მოუზიდავს. მისი მეტად თავისებური არქიტექტურული და ფერადოვანი სილამაზისადმი გულგრილი არც ლეო ძაძამიძე დარჩენილა. ნაგებობათა სახურავების გეომეტრიული კონფიგურაცია, მოხდენილი ფერადოვანი რიტმი გამომსახველ დეკორატიულ სანახაობად აღუქვამს მხატვარს და ასევე აღუბეჭდავს ტილოზე. ტალინის კუთხეები, მისი მოედნები მხატვარს აღწერილი აქვს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ამინდში, ხან მზით გასხივოსნებული, ხან წვიმასა და ნისლში.

გარკვეული ადგილი დაიჭირა ლეო ძაძამიძის შემოქმედებაში დაღესტანმაც. თავისი რელიეფით, გარემოთი და ხალხის თავისებური ყოფით ეს მეტად საინტერესო მხარე მხატვარმა ფართოდ განზოგადებულად გადაიტანა საღებავებში. ტილოებზე აღიბეჭდა სოფლების შორეული ხედები და მისი მყუდრო კუნჭულები. კომპოზიციურმა ხატოვანებამ, ტიპიური შტრიხების მიკვლევამ ეს სერია მხატვრის მორიგ წარმატებად აქცია.

მაგრამ სადაც არ უნდა ყოფილიყო მხატვარი, როგორი ახალი და უჩვეულო შთაბეჭდილებებით არ უნდა აღვსილიყო შემოქმედის სული, იგი შთაგონების ულევ წყაროს მაინც მშობლიურ გარემოში ჰპოვებდა. ულევი და ამოუწურავი იყო ეს წყარო, რამდენადაც უსასრულოდ მრავალფეროვან მშვენიერებას აზიარებდა მხატვარს.

ლეო ძაძამიძეს უკვე იმდენი ჰქონდა შექმნილი, რომ ვრცელი პერსონალური გამოფენის მოწყობაზე ფიქრობდა, მაგრამ რაღაც ბრმა შემთხვევის გამო იგი სრულიად მოულოდნელად გამოაკლდა ქართველ მხატვართა რიგებს. დღეს მისი ხელოვნება კვლავ სიხალისით, თანამედროვეობის სუნთქვით, პოეტური გზნებითა და მზიური საღებავებით აღსავსე წარმოსგება ჩვენს თვალწინ. ლეო ძაძამიძის ფერწერა - ეს ის ფერწერაა, რომელსაც დრო ასე ადვილად ვერ გაახუნებს და ვერ მოაძველებს. ვერ გაახუნებს იმიტომ, რომ ის შექნილია ჭეშმარიტი შემოქმედის გულწრფელი, შთაგონებული ხილვის შედეგად.